ხელისუფლების მიერ უკრაინაში მებრძოლი ქართველების დისკრედიტაციის კამპანიას თბილისში გააპროტესტებენ

07.12.22 11:39
ხელისუფლების მიერ უკრაინაში მებრძოლი ქართველების დისკრედიტაციის კამპანიას  თბილისში გააპროტესტებენ

ხელისუფლების მიერ უკრაინაში მებრძოლი ქართველების დისკრედიტაციის კამპანიას გააპროტესტებენ თბილისში. დედაქალაქში მასშტაბური დემონსტრაციისთვის ემზადებიან.

სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე 9 დეკემბერს შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზია  თბილისის ახალი სლოგანიც, ფიქრობენ, რომ თბილისის ,,მშვიდობის ქალაქად" გამოცხადება ,,ქართული ოცნების" ომის პროპაგანდის გაგრძელებაა.

9 დეკემბრის აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ შეეცვალოს თბილისს სლოგანი და ,,მშვიდობის ქალაქის" ნაცვლად ეწოდოს ,,თბილისი-სოლიდარობის ქალაქი". 

სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ ის წარწერა, რაც დედაქალაქის ხელმძღვანელობამ განათავსა, არ არის ადეკვატური.

ნებისმიერ სამართლიან საქმეზე პროტესტის გამოხატვა, არშეგუება და ხელისუფლების სირცხვილზე რეაგირება  მნიშვნელოვანია. ყველა სამართლიან პროტესტს შევუერთდები, სადაც საქართველოს ინტერესები იკვეთება, სადაც საზოგადოების ჯანსაღი პოზიცია გამოჩნდება. 

ჩვერნი ხელისუფლების სამარცხვინო პოლიტიკის საპირწონედ აქციას ვუერთდები - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, მიშა მშვილდაძე. 

მსგავსი სიახლეები