თვეების განმავლობაში ზურაბ ჩხაიძე ამბობდა, რომ სააკაშვილი ემორჩილებოდა ექიმების - რა შეიცვალა?
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, რომელიც თვების განმავლობაში ამბობდა, რომ პაციენტი სააკაშვილი მედიკოსებს ემორჩილებოდა, დღეს აცხადებს, რომ "სააკაშვილთან კვებასთან დაკავშირებით ყოველ დღე აქვთ საუბარი".
მეტიც, ზურაბ ჩხაიძე მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მედიკოსი ამტკიცებს, რომ ტელევიზიები მისი განცხადების ინტერპრეტაციით არიან დაკავებულები.
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ კვებასთან დაკავშირებით არსებობს სამედიცინო ჩანაწერი პაციენტის ისტორიაში.
გუშინდელი განცხადება იყო თქვენს მიერვე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. გაავრცელეთ, რომ პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ან ამზადებდნენ სარეანიმაციოდ. ამაზე გაგეცით პასუხი, რომ პაციენტი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი პარამეტრები იმას რომ გადაყვანილი იყოს რეანიმაციაში.
არაფერი შეცვლილა, ჩემივე სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებთ. რაც შეეხება კვებას, რომელიც თქვენ ვკითხეთ, არაფერი შეცვლილა. ყოველდღიურად გვაქვს ჩვენ პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი.
იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რაც რა თქმა უნდა აისახა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე"- თქვა მან.
მედიკოსი 2 დღეა აცხადებს, რომ სააკაშვილი მაშიმ ჭამს, როცა უნდა და იმას, რაც უნდა.