უკრაინაში დაღუპული ქართველების სიცოცხლეზე მთლიანად პასუხს აგებს ივანიშვილის ხროვა - შალვა ნათელაშვილი

07.12.22 13:15
უკრაინაში დაღუპული ქართველების სიცოცხლეზე მთლიანად პასუხს აგებს ივანიშვილის ხროვა - შალვა ნათელაშვილი

უკრაინაში დაღუპული გმირები  და "ქართული ოცნების" მხრიდან მებრძოლების წინააღმდეგ წარმოებული ორგანიზებული კამპანია - ,,ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ჩვენი მებრძოლების სიკვდილში დაადანაშაულა.

 შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ღარიბაშვილის ხელისუფლებამ უკრაინაში მებრძოლი ქართველები დაქირავებულ მებრძოლებად წარმოაჩინა, რამაც ხელი გაუხსნა რუსეთს. 

გარდა ამისა, ნათელაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილის მთავრობამ რუსეთს გადასცა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქართველი მებრძოლების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ უკრაინაში საომრად წასული ქართველი პატრიოტები წარმოადგენენ ფაქტიურად დაქირავებულებს, ხელები გაუხსნა რუსეთს მათი განადგურებისათვის რადგან, როგოირც მოგეხსენებათ ჟენევის კონვენციებით დაქირავებულზე არ ვრცელდება ომის პირობებით გათვალისწინებული ჰუმანიტარული ნორმები, ანუ, ის შეიძლება, დააპატიმრო, ან დახვრიტო.

მეტი დანაშაული რა უნდა ჩაიდინოს მომავალი თაობის, ერის წინაშე ხელისუფლებამ, რომელიც პრაქტიკულად აანონსებს, აცხადებს საკუთარი ხალხის მკვლელობას, ვინც იმ მტრის წინააღმდეგ იბრძვის, ვინც ჩვენ სახელმწიფო დაგვიშალა? 

ამით გათამამებული მოსკოვი ყოველდღე აანონსებს სპეცოპერაციების ჩატარებას ქართული ბატალიონის წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ ქართველი მებრძოლი წარმოადგენს ყველაზე სასტიკ მოვლენას უკრაინაში, რომლებიც ექვემდებარებიან ლიკვიდაციას.

ვიმეორებ, ამ ბიჭების სიცოცხლეზე მთლიანად აგებს პასუხს ივანიშვილის ხროვა თავის ღარიბაშვილიანად და საპარლამენტო უმრავლესობიანად.

ჩვენ უკვე დღეიდან ვიწყებთ მუშაობას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ევროპაში შექმნილ საგანგებო ტრიბუნალთან, რათა პუტინის ხროვის გვერდით სათანადო ადგილი მიეჩინოს ივანიშვილსა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს.  მათ ავხორცული გეგმები არ გამოუვათ, რადგან გვფარავს ღმერთი. 

სამართალი ჩვენი ხალხისა და პროგრესული კაცობრიობის მხარეზეა. 

კარგად გახსოვთ ალბათ, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა დაიწყო იმით, რომ რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა ყველა ქართველი მებრძოლის, სპეცრაზმელის საიდუმლო მონაცემები, რომლერბიც მონაწილეობდნენ ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში. ბევრი მათგანი უგზოუკვლოდ გაქრა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, არა მარტო ფარულად, არამედ პირდაპირ ქვეყნის ხელმძღვანელების პირით ცხადდება, რომ ისინი არიან დაქირავებულები, მათ კი შეიძლება, ანგარიში გაუსწოროს მტერმა - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები