ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა
ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიას დაგეგმილ თათბირზე არ მივიდნენ. პარტიის თავმჯდომრემ შეხვედრა პრეზიდენტის პროცესის პარალელურად ჩანიშნა, თუმცა იქ მისვლა ხაბეიშვილმა, მისი ფლანგის განმარტებით, საარჩევნო კამპანიის გამო ვერ მოახერხა.
ხაბეიშვილის ფლანგის წარმომადგენლები, რომლებიც შეხვედრას ესწრებიან, ირწმუნებიან, რომ დაპირისპირებას და განდგომას ადგილი არ აქვს და ხაბეიშვილი რეგიონებში მიხეილ სააკაშვილისთვის სასარგებლო საქმის გასაკეთებლად იმყოფება.
ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არიან ერთ-ერთ რეგიონში წასულები და თქვენ შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ. ისინი არიან კონკრეტულად ამ საქმეზე ზუსტად 9 დეკემბრის მნიშვნელოვანსა ქმეზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო უნდა ჩატარდეს და იქ არიან დაკავებულები ჩვენს აქტივთან შეხვედრებით, - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
უკვე ერთი საათია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მსჯელობენ. პარტიის წევრები გეგმავენ, რა უნდა გააკეთონ, თუკი ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის და მკურნალობის უფლებას არ მისცემს.
ენმ-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ ახლა ყველაზე მთავარი, სწორედ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა.
დღეს ყველა, მიუხედავად იმისა, რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს. იქნებიან ამ შეხვედრაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენ შეიძლება განსხვავებული შეხედულებები და პოზიციები გვქონდეს პარტიის სიგნით მიმდნიარე შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს განსხვავებული პოზიციები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებით. ხაბეიშვილის წარმომადგენლები იქნებიან ამ შეხვერაზე, ეს შემიძლია ზუსტად გითხრათ, - თქვა შეხვედრის დაწყებამდე ანა წითლიძემ.
გამორიცხული არ არის, შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა გაასაჯაროონ გეგმა, თუ როგორ აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას.