საგამოძიებო მოქმედებები ისევ ჩაიშალა - მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში საგამოძიებო მოქმედებები ისევ ჩაიშალა - მიხეილ სააკშვილის სისხლის ნიმუშები საგამოძიებო უწყებამ ვერც ამჯერად აიღო.
მიზეზი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა.
საგამოძიებო უწყება პრეზიდენტის სისხლის ნიმუშების ასაღებად "ვივა-მედში" მეორედ მივიდა.
ირკვევა, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საკმარისი ნიმუშების აღება პირველი ვიზიტის დროს ექიმებმა ვერ მოახერხეს.
უარი განაცხადა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დღეს არ სურდა ნიმუშის აღება, თუმცა მას საბოლოოდ უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე და მომდევნო დღეებში ჩატარედება ეს საგამოძიებო მოქმედება",- თქვა ვასილ კაკაშვილმა.