"ნურავისში შეგეშლებით..." - "ოცნება" კინზინგერს მიმართავს და პრემიერს იცავს

07.12.22 13:38
"ნურავისში შეგეშლებით..." - "ოცნება" კინზინგერს მიმართავს და პრემიერს იცავს

მმართველი პარტიის დეპუტატები ადამ კინზინგერის კრიტიკას არ იღებენ და ამბობენ, რომ პატივს ვერ სცემენ ამერიკელ კონგრესმენს, რადგან მან პატივი არ სცა ირაკლი ღარიბაშვილს და ტვიტერზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა. 

"ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაური კინზინგერს ახსენებს, რომ ქვეყანას ღირსეული პრემიერ მინისტრი ჰყავს და ის ასეთივე ღირსეულ გაადწყვეტილებებს იღებს.

ღირსებაზე საუაბრი იმ პირებისგან გვესმის, ვისაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ღირსებაზე. დიახ, ჩვენ ღირსებაც გაგვაჩნია, მათ შორის, პირველი ღირსების დამცველი არის ჩვენი ქვეყნის პრემიერი და თითოეული ჩვენთაგანი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ნურავისში ნუ შეგეშლებით. 
ბატონ კინზინგერს ჩვენ შევახსენებთ ერთ რამეს, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დამცველი პრემიერი",- ამბობს ღუდუშაური.

ირაკლი ღარიბაშვილის დამამცირებელ განცხადებას უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით შტატებში განხილვა მოჰყვა. პრემირის განცხადება შემაშფოთებელია ამრიკელი კონგრესმენისთვის.

"არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან, ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის "მოტყუებული". ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერმინისტრი თავისი ხალხის მიმართ, როცა მხედველობაში აქვს, რომ მათ სიმართლე არ იციან? რას იტყვი რუსეთზე?" - წერს კინზინგერი

მსგავსი სიახლეები