სააკაშვილს ტყვიის გარეშე კლავენ, ეს ყველაფერი გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს გავს - ვაშაძე

07.12.22 13:59
სააკაშვილს ტყვიის გარეშე კლავენ, ეს ყველაფერი გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს გავს - ვაშაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მონახულებაზე უარი მითხრა - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და სიმართლე დამალოს.

სუფთა ადამიანურად ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე,  მინდოდა გულწრფელად მენახა სააკაშვილი. ერთი მხრივ, გამემხნევებინა, მერე მხრივ პირადად მენახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მითხრა. ჩემთვის ეს კიდევ დამადასტურებელი ფაქტია, რომ ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, დამალოს სიმართლე რაც არის,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საგანგაშოდ მივიჩნევს ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოსდა მიზანმიმართულად თვითდაზიანებას აქვს ადგილი სააკაშვილის მხრიდან.

ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს, როცა ადამიანი მოკლეს და დღეს ისიც კი არ ვიცით, ვინ გაისროლა ის ტყვია. რა განცხადებებსაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ფაქტობრივად ეს არის წინასწარ მომზადება საზოგადოების, რომ თუ მძიმე შედეგით დასრულდა, ასეთ შემთხვევაში თვითონ სააკაშვილი დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში. ეს არის რეალურად. ამას შეგვიძლია დავარქვათ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები