14 წლის ნინი ცეცხლაძის ადვოკატები საქმეს ჩამოაშორეს, უფლებადამცველები ზეწოლაზე საუბრობენ

28.04.21 15:16
14 წლის ნინი ცეცხლაძის ადვოკატები საქმეს ჩამოაშორეს, უფლებადამცველები ზეწოლაზე საუბრობენ

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინი ცეცხლაძის ადვოკატები საქმის მასალებს ვეღარ გაეცნობიან. გადაწყვეტილება სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დამ მიიღო, რომლიც პროკურატურამ  მოზარდის უფლებამონაცვლედ მიიჩნია.

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მოზარდის დაზე ზეწოლა სამართალდამცველებმა მოახდინეს. 

თამუნა ცეცხლაძის განცხადების შემდეგ საგამოძიებო უწყება გახმაურებულ  საქმეზე ძიებას ისე გააგრძელებს, რომ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე წვდომა აღარავის ექნება. იურისტები გენერალურ პროკურატურას ნინი ცეცხლაძის უფლებამონაცვლედ გარდაცვლილის დედის ცნობას თხოვენ.

"ბავშვის გარდაცვალებამდე სისტემამ არაფერი გააკეთა. რაც ჩვენი შეფასებით, მომხდარ შედეგთან პირდაპირ კავშირშია. ამ ამბის თავიდან აცილება სისტემას შეეძლო. საქმეზე დააკავეს ადამიანები, კიდევ აპირებდნენ დაკავებას, თუმცა ჩვენ ამ საქმეს ჩამოგაშორეს"- ამბობს იურისტი ანა აბაშიძე.

თამარ ცეცხლაძე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არ საუბრობს. მისი ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ დაკავებული ბაბუა მოძალადე არ არის და მან საპყრობილე უნდა დატოვოს. 

თამუნა ამბობს, რომ ბაბუა დამნაშავე არ არის" - ამბობს ცეცხლაძის დის ოჯახის წევრი. 

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, ტრაგიკულად დაღუპული 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის, ბაბუა 15 თებერვალს დააკავეს.

მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს გარდაცვლილი. შსს-ს ინფორმაციით, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამ ბრალდებით პოლიციამ გოგონას გარდაცვალების შემდეგ 23 წლის ნიკა ტაკიძე დააკავა.

სხვადასხვა წყაროს მხრიდან ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ 14 წლის გოგო შესაძლოა ოჯახის წევრების, კერძოდ კი, ბაბუას და ბიძების მხრიდან იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც.

მსგავსი სიახლეები