ვინ გითხრათ, რომ ვინმემ სააკაშვილის საქმეზე დირექტივა გასცა? - ღუდუშაური პრემიერს იცავს

08.12.22 11:23
ვინ გითხრათ, რომ ვინმემ სააკაშვილის საქმეზე დირექტივა გასცა? - ღუდუშაური პრემიერს იცავს

პრემიერს "ოცნებაში" იცავენ და ამბობენ, რომ ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოსთვის დირექტივა არ გაუცია.

"განათლებაში გვაქვს პრობლემა. გამოთქმულიდან აზრის გამოტანა არ ვიცი "ტვ პირველის" მესიჯბოქსის დამლაგებლებს უჭირთ, თუ შეგნებულად აკეთებენ - ვინ გითხრათ, რომ ვინმემ საერთოდ დირექტივა გასცა? თუ ვინმე ცდილობს ზეგავლენას სასამართლოზე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

ირაკლი ღარიბაშვილის საჯაროდ გაკეთებული განცხადება ყველამ დირექტივად აღიქვა. ამიტომაც, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ რომ პრემიერი მოსამართლზეე ზეწოლას ახდენს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღარიბაშვილმა სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა. 
პრემიერმა ვერ მოითმინა, მოსამართლეს დაასწრო და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს ციხიდან ვერ გაუშვებენ. 
ღარიბაშვილს არ აინტერესებს როგორია სააკაშვილის მდგომაროება, მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იხსნის და პატიმარი პრეზიდენტის ბედს ღმერთს აბარებს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები