"მნიშვნელოვანია, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს" - ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძე ენმ-ში მიდის
სამი პარტიის სამი ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის.
ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის ტრიო პარტიის ცენტრალურ ოფისში მიხეილ სააკაშილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასაუაბროდ მივა.
ამერიკელი ექსპერტებისა და სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების საგანგაშო დასკვნების ნახვის შემდეგ, პოლიტკოსებს მიაჩნიათ, რომ უმოქმედობა მესამე პრეზიდენტის მკვლელობაში თანამონაწილეობის ტოლფასია, ამიტომ გეგმავენ ცოტახნით დაივიწყონ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და „ნაციონალურ მოძრაობის“ დღის წესრიგს მხოლოდ სააკაშილის ირგვლივ მოერგონ.
"ჩვენი ინიციატივით ხდება ეს შეხვედრა და მთავარი საკითხი არის, გვაინტერესებს, რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. მისი ჯანმრთელობა ძალიან მძიმეა და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მისი გათავისუფლება. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი ხედვა და მათი გზა გამოსავლის. ჩვენ წინა აქციაზეც ვიყავით, რომელიც იყო ქართული ოცნების წინ და აუცილებლად ვიქნებით პარასკევსაც, იმიტომ, რომ ეს არ არის პარტიული ამოცანა, ეს ნამდვილად არის სახელმწიფოებრივი საკითხი“. - ამბობს გიორგი ვაშაძე.