ამორალურია, როდესაც ადამიანებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობ ომში მონაწილეობას - ღუდუშაური მამულაშვილზე

08.12.22 12:23
ამორალურია, როდესაც ადამიანებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობ ომში მონაწილეობას - ღუდუშაური მამულაშვილზე

„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში მებრძოლი გმირების შეუარცხყოფის ახალი ტალღა დაიწყო. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, სახელისუფლებო პროპაგანდა გმირების პატრიოტულ სულისკვეთებას ფეხქვეშ თელავს და ომში  ფულისთვის წასულებს უწოდებს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელ, მამუკა მამულაშვილზე ამბობს, რომ მას საქართველოდან ხალხი ომში ფულის სანაცვლოდ მიჰყავს. 

ამ ფაქტის შემდეგ, ბატონი მამულაშვილის მხრიდან, პრაქტიკულად დადასტურდა, რომ უკრაინის საომარ მოქმედებებში ცალკეული პირების წაყვანა ხდება ფულის სანაცვლოდ.
ამორალურია, როდესაც ადამიანებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობ საომარ მოქმედებაში მონაწილეობას.
როდესაც იცი, რომ შენს თანამოქალაქეს უჭირს, ფული არ უნდა შესთავაზო. უნდა შესთავაზო ღირსეული რამ, თუ გაქვს ფული, უნდა დაეხმარო და არ უნდა უთხრა, რომ ფულს იმ შემთხვევაში მოგცემ, თუ წამოხვალ და იომებ“.- თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

 

მსგავსი სიახლეები