ღარიბაშვილმა თვითონ დალიოს დარიშხანი და დაელოდოს ღმერთის ნებას - მანჯგალაძე

08.12.22 12:45
ღარიბაშვილმა თვითონ დალიოს დარიშხანი და დაელოდოს ღმერთის ნებას - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერს ურჩია თავად დალიოს დარიშხანი და ღმერთის ნებას თავად დაელოდოს.

მანჯგალაძის თქმით, "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბინძურ პროპაგანდას აწარმოებს და ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებულ ცნობილ შეთქმულებას იმეორებს, რომ თურმე, პრეზიდენტმა თავი მოიკლა.

"ადამიანი, რომელზეც ეჭვია, რომ მოწამლულია დარიშხანით, თურმე გადარჩება თუ არა, ეს არის ღმერთის ნება. თვითონ დალიოს ერთი დარიშხანი ღარიბაშვილმა და დაელოდოს ღმერთის ნებას რა მოხდება, თუ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება უნდა. მან მითითება გასცა, რომ არანაირი სასამართლო არ იქნება, ეს არის ფარსი. რომ კანონით გათვალისწინებული შეღავათები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის არ გავრცელდება. ეს თქვა ერთი-ერთში ღარიბაშვილმა. ეს არის "ქართული ოცნების" ბინძური პროპაგანდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და იმეორებენ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებულ ცნობილ შეთქმულებას, რომ თურმე, პრეზიდენტმა თავი მოიკლა".- ამბობს მანჯგალაძე.

გუშინ საგანგებოდ გაკეთებული განცხადების დროს, პრემიერმა ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე "ღმერთს მიაბარა". 


 

მსგავსი სიახლეები