20 ივნისის საქმეზე შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია - "ლელოს" ინიციატივა

28.04.21 15:38
20 ივნისის საქმეზე შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია - "ლელოს" ინიციატივა

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ახალი ინიციატივით გამოდის. ის 20 ივნისის საქმესთან  დაკავშირებით საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრობს, რომელიც კონკრეტული პირების ბრალეულობას დაადგენს. 

ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში იმიტომ, რომ აქამდე არსებობდა 3 პოლიციელი და 16 მანიფესტანტი. შესაბამისად, „ლელო“ შემოვდივართ წინადადებით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, თუ ვისზე არის საქმე აღძრული. ეს ინფორმაცია არის უცნობი, რამეთუ "ქართული ოცნება" და პროკურატურა ამ ინფორმაციას მალავს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, მხარი დაგვიჭირონ ამ ინიციატივაში, - აცხადებს ხაზარაძე. 
 

 „სტრატეგია აღმაშენებელის“ ოფისში ოპოზიციაა შეკრებილი. დეპუტატები, რომლებმაც შეთანხმების აქტს მოაწერეს ხელი, ახლა ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობენ. 

მსგავსი სიახლეები