არსებობს თუ არა სასამართლოში კლანი და გავლენიანი ჯგუფები - რას ამბობენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები

08.12.22 12:51
არსებობს თუ არა სასამართლოში კლანი და გავლენიანი ჯგუფები - რას ამბობენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები

არსებობს თუ არა სასამართლოში კლანი და გავლენიანი ჯგუფები - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ყველაზე მეტად იმათ გაუჭირდათ, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობისთვის იბრძვიან.

32-დაან ხუთ კანდიდატს დღეს პარლამენტში უსმენენ, თუმცა ვიდრე სხდომა დაიწყებოდა მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა უკვე დატოვა  ორგვაროვანი განცდაა. პირველი - კანდიდატებმა იციან რომ თუ სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ წავლენ, მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიღმა აღმოჩნდებიან და მეორე - სავარაუდოდ ამ კანდიდატებს  "ოცნება" ლობირებს ამიტომ უჭირთ აღიარება რომ სასამართლოში კლანი არსებობს.

უკანონო გავლენების შესახებ ფაქტები, მით უმეტეს სამართალდარღვევის საკითხების შესწავლა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ შევისწავლო, ფაქტების გარეშე ამ საკითხზე საუბარი გამიჭირდება, - თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატმა ზურაბ აზნაურაშვილმა. 

აზნაურაშვილის მტკიცებით, მოსამართლეთა კონფერენციას ან საბჭოს წევრებს მეტი გავლენა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვთ სასამართლო სისტემაში.

ვიქტორ ახალბედაშვილი ამბობს, რომ "ნებისმიერ სისტემაში შესაძლოა არსებობენ სუბიექტები, რომლებიც ზრუნავენ, რომ მათი ავტორიტეტი მაღალი იყოს": 

ამას გავლენის ჯგუფს ვერ დავარქმევდი, მე დავარქმევდი სიბიექტს, ვისაც უნდა, ცნობადი და ავტორიტეტული იყოს"- თქვა მან. 

 

მსგავსი სიახლეები