ვერ გაბედავთ უკრანაში მებრძოლ ქართველ გმირებს მოქალაქეობა წაართვათ - ვაშაძე "ოცნებას"

08.12.22 13:02
 ვერ გაბედავთ უკრანაში მებრძოლ ქართველ გმირებს მოქალაქეობა წაართვათ - ვაშაძე "ოცნებას"

"ქართული ოცნება" უკრანაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს მოქალაქეობის გარეშე ტოვებს. უკრაინის შეირაღებულ ძალებში  ჩარიცხვა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია -  ამბობენ "ოცნების" ლიდერები.

მმართველი პარტიის მტკიცებით, ამას ქართული კანონი ითვალისწინებს. 

ივანიშვილის პარტია უკრაინის დასაცავად წასული ჯარისკაცების წინააღდეგ ახალ ,,ღია ომში" შევიდა. სამშობლოს გმირებს მოქალაქეობის და ქართული პასპორტის წართმევით ემუქრებიან.  

ოპოზიცია ამბობს რომ ეს არის ღალატი და რუსეთის დავალბების აღსსრულება. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ვერავის ვერ დატოვებს საქართველო მოქალაქეობის გარეშე, მითუმეტეს, მშიშარა და მოღალატე "ოცნების" ლიდერები.

მდინარაძემ კიდევ ერთი დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა. ის ფაქტობრივად დაემუქრა ჩვენს მებრძოლ გმირებს, რომ მათ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ. პირველი, კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ ვართ კონვენციის წევრი და მოქალაქეობის არმქონე პირად ვერავის ვერ დატოვებს საქართველო, ეს არის ტყუილი. მეორე, როგორ შეიძლება, ამ მშიშარა და მოღალატე პირებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს. მდინარაძესაც და „ოცნებასაც“ ვეუბნები, ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ ეს ქმედება, პირდაპირ გეუბნებით! ნუ აშინებთ, ნუ აშანტაჟებთ და ნუ ავლენთ მოღალატეობრივ ქმედებებს!“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები