არ გამიკვირდება, "ოცნებამ" უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ საქმეები აღძრას - ნაცვლიშვილი

08.12.22 13:18
არ გამიკვირდება, "ოცნებამ" უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ საქმეები აღძრას - ნაცვლიშვილი

ივანიშვილის პარტია უკრაინის დასაცავად წასული ქართველი ჯარისკაცების წინააღდეგ ახალ ,,ღია ომში" შევიდა. „ოცნება“ სამშობლოს გმირებს მოქალაქეობის და ქართული პასპორტის წართმევით ემუქრება.  

„ლელოს“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არ გაუკვირდება, მმართველმა გუნდმა ქართველი გმირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები რომ აღძრას, რადგან ოპოზიციონერის თქმით, სწორედ ეს მებრძლი ბიჭები აშიშვლებენ „ოცნების“ სახეს.

ეს ბიჭები რუსეთს ებრძვიან და „ქართული ოცნება“ ამ ბიჭებს ებრძვის. ეს ბიჭები დღეს აშიშვლებენ და ააშკარავებენ „ოცნების“ მორალურ მარცხს. ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ და ამ ბიჭების წინააღმდეგ აქტიური კაპმანია დაიწყეს. საერთოდაც არ გამიკვირდება, რომ ცოტა ხანში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძრან". - ამბობს ანცვლიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები