მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, სასამართლო პროცესს ეტლით და საკაცითაც კი დაესწროს
სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს - ამის შესახებ "ვივა მედიდან" გამოსულმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ილია ლომიამ განაცხადა.
ლომიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, დამხმარე საშუალებებით - ეტლით, საკაცითაც კი დაესწროს სასამართლო სხდომას.
“მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს დაესწროს. ალბათ, პენიტენციური სამსახური დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას სასამართლო სხდომაზე.
იმდენად უნდა დაესწროს თავის სასამართლო სხდომას, რომ დამხმარე საშუალებებით, ეტლით, საკაცითაც თანახმაა დაესწროს.
შესაძლოა, მინიმუმ 2 პროცესი დასჭირდეს სასამართლო განხილვებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვფიქრობთ, სასამართლოზე დავაყენოთ საკითხი მოწმეების მოხსნის თაობაზე, რომ არ გაჭიანურდეს პროცესები და მიხეილ სააკაშვილის დაზიანებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც“. - განაცხადა ლომიამ.