ხელისუფლებამ შესაძლოა, რუსეთი "მშვიდობის გარანტად" წარმოგვიდგინოს- გიორგი ვაშაძე

08.12.22 13:15
ხელისუფლებამ შესაძლოა, რუსეთი "მშვიდობის გარანტად" წარმოგვიდგინოს- გიორგი ვაშაძე

"შესაძლოა, ხელისუფლებამ მშვიდობის გარანტად საქართველოში რუსეთი წარმოგვიდგინოს" - მძიმე პოროგნოზს "სტრატეგია რამაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აკეთებს. 

ოპოზიციონერის თქმით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მოქალაქეებს და დასავლელ პარტნიორებს არ ელაპარაკება და მხოლოდ რუსეთთან საუბრობს: 

ღარიბაშვილი არ ელაპარაკება საქართელოს მოქალაქეებს, ის არ საუბრობს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. ღარიბაშვილი ელაპარაკება მოსკოვს. 

მომავალ წელს, შეიძლება, ხელისუფლებამ მშვიდობის გარანტად საქართველოში რუსეთი წარმოგვიდგინონ. ეს არის ღალატის გზა, ეს არის გზა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინაარმდეგ. 

რაც შეეხება გენერატორებს და შეიარაღებებს, ჰუმანიტარული დახმარებების და გენერატორების გაგზავნა, რა გაუხდათ ამ ადამიანებს, თუ არა ის, რომ პირნათელი იყვნენ საკუთარი ბატონ-პატრონების ან მოსკოვში მათი მხარდამჭერების მიმართ"- თქვა ვაშაძემ. 

მსგავსი სიახლეები