"ღარიბაშვილი უბრალოდ მოლაპარაკე თავია, მისი პირით ივანიშვილი პუტინს ელაპარაკება" - ექსპერტი

08.12.22 13:20
"ღარიბაშვილი უბრალოდ მოლაპარაკე თავია, მისი პირით ივანიშვილი პუტინს ელაპარაკება" - ექსპერტი

"ეს არის უბრალოდ მოლაპარაკე თავი, რომლის პირითაც ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკება რუსეთს და პუტინს"- ამის შესახებ ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ "ტვ პირველს" განუცხადა. 

ეს გზავნილები იყო რუსეთისთვის, გაგზავნილი ბიძინა ივავიშვილის მიერ. ის ერთგულებას უმტკიცებს პუტინს, რომ ამ ომში, როდესაც თავისუფალი სამყარო ებრძვის არათავისუფალ სამყაროს, ის არის რუსეთის მხარეს"- აცხადებს ქუთელია. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებით, რუსული პრესა აჭრელდა.

კრემლის ყველა რუპორი პრემიერის  ერთ განცხადბას ციტირებს, რომ "საქართველო უკრაინას დახმარებას არ აღმოუჩენს".

 

მსგავსი სიახლეები