წულუკიანი მოქალაქეს: ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყოფილ თანამშრომელს, თაკო სონღულაშვილს პასუხობს:
სონღულაშვილი ვინაა, ბატონო გიორგი? თავსაფარი უნდა ვუყიდო. აბა, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ. ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი". - დაწერა წულუკიანმა ისტორიკოს გიორგი კალანდიას Facebook-პოსტზე.
ყველაფერი გიორგი კალანდიას პოსტით დაიწყო, რომელმაც ილია ჭავჭავაძის მუზეუმთან დაკავშირებით თაკო სონღულაშვილის კომენტარის სქრინი გამოაქვეყნა.
მოქალაქე წერდდა: "ილიას გაუმართლა, რომ კალანდიას ხელში არ იყო ეს მუზეუმი, თორემ აუცილებლად ვიხილავდით თავსაფარწაკრულ წულუკიანს - როგორ უნთებს სანთელს წმ. ილია მართლის ხატს".
ცნობისთვის, მუზეუმი წელს ევროპის მუზეუმების ფორუმის კონსურსის ოფიციალური ნომინანტი გახდა.