საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - პიტერ სტანო
"ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელ უკანასკნელ ცნობებს"- განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ გაავრცელა.
მისი თქმით, მესმე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება:
საქართველო: ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო შემაშფოთებელ ცნობებს. ხელისუფლების ორგანოები პასუხისმგებელნი არიან მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება"- წერს სტანო Twitter-ზე.