შარვალს თუ ჩაიხდის და უკანალს თუ მიუშვერს... - ღუდუშაური ზურა ჯაფარიძეზე

08.12.22 15:02
შარვალს თუ ჩაიხდის და უკანალს თუ მიუშვერს... - ღუდუშაური ზურა ჯაფარიძეზე

მაშინ, როდესაც ოპოზიცია მესამე პრეზიდენტის გადარჩენის გეგმებს სახავდა, "ქართულმა ოცნებამ" ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. უხამსი და შეურაცხმყოფელი განცხადებები საკუთარი ოპონენტების მიმართ ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

დეპუტატმა თქვა, ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ მივა, შარვლებს ჩაიხდის და უკანალს ვინმეს მიუშვერს, თორემ სხვა რა უნდა გაუზიაროს მან მთავარ ოპოზიციურ პარტიას.

ამ თავდასხმით ღუდუშაური, როგორც ჩანს, იმის დამტკიცებას ეცადა, რომ ვერც ერთი ძალით და ვერც ერთი გაერთიანებით მესამე პრეზიდენტს ვერავინ უშველის.

ზურა გირჩი ჯაფარიძე ახლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ მივა და თუ შარვლებს ჩაიხდიან და უკანალებს ვინმეს მიუშვერენ, კარგად არის ცნობილი, რომ ეს არის მისი საბრძოლო იარაღი, რითაც ჩვენს ოკუპანტებს შეეცადა, რომ შებრძოლებოდა. თუ ამას ცდილობს და ამას გაუზიარებს, არ ვიცი. ჯამური რეიტინგი არის ნულის ფასი. შესაბამისად, თუ ნაციონალური მოძრაობა ამ ნულებს მიიყვანს იქ და მისგან მოისმენს რაიმეს, არ ვიცი. - ამბობს ღუდუშაური.

სამი პარტიის სამი ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის. 

ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის ტრიო პარტიის  ცენტრალურ ოფისში მიხეილ სააკაშილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასაუაბროდ მივა.

ამერიკელი ექსპერტებისა და სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების საგანგაშო დასკვნების ნახვის შემდეგ, პოლიტკოსებს მიაჩნიათ, რომ უმოქმედობა მესამე პრეზიდენტის მკვლელობაში თანამონაწილეობის ტოლფასია, ამიტომ გეგმავენ ცოტახნით დაივიწყონ  განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და „ნაციონალურ მოძრაობის“ დღის წესრიგს მხოლოდ სააკაშილის ირგვლივ მოერგონ.

 

მსგავსი სიახლეები