სააკაშვილის ბედს ახლა ივანიშვილი წყვეტს, მას მესამე პრეზიდენტი სიკვდილისკენ მიჰყავს - ზურა ჯაფარიძე

08.12.22 15:18
სააკაშვილის ბედს ახლა ივანიშვილი წყვეტს,  მას მესამე პრეზიდენტი სიკვდილისკენ მიჰყავს - ზურა ჯაფარიძე

სამი ოპოზიციური პარტიის შეხვედრა ენმ-სთან დასრულებულია.  

ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის ტრიომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა. 

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის ბედს ახლა ივანიშვილი წყვეტს და სწორედ მას მიჰყავს მესამე პრეზიდენტი სიკვდილისკენ.

სააკაშვილის ბედს ახლა წყვეტს ივანიშვილი, ამიტომ ღარიბაშვილი რას ილაპარაკებს არანაირი შინაარსი არ აქვს. რაც ჩანს, ახლა არის ის, რომ ეს ადამიანი მიჰყავთ ან სიკვდილისკენ, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესებამდე, რომ მან პოლიტიკური აქტივობა ვეღარ შეძლოს ვეღარასოდეს",- თქვა ჯაფარიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები