სააკაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხი დღის წესრიგში "ოცნებამ" დააყენა - ოპოზიცია მოქმედებას იწყებს

08.12.22 14:50
სააკაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხი დღის წესრიგში "ოცნებამ" დააყენა - ოპოზიცია მოქმედებას იწყებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" შეხვედრა დასრულდა - ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვის ირგვლივ გაერთიანდა. 

"ადამიანის ფუნდამენტურ საკითხთან - სიცოცხლესთან გვაქვს საქმე, რომელიც რისკის ქვეშ დგას"- თქვა ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, ყველას ვალია, რომ ტრაგედია არ დაუშვას: 

მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის გარშემო სრული ერთობა არსებობს.  დღევანდელი შეხვედრაც იყო კიდევ ერთი დასტური, რომ იქ, სადაც არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნის წინაშე, ჩვენ ვერთიანდებით, - დასძინა მან. 

მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისთვის სიცოცხლის წართმევა თუ შენარჩუნება, დღის წესრიგში "ქართულმა ოცნებამ" დააყენა.

ერთადერთი გამოსავალია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. თუ ამ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს. ვერაფერი დარჩება ძველებურად“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები