"ხვალ ახალი მტკიცებულებები შედის" - ადვოკატის თქმით, სააკაშვილის სასამართლოები შესაძლოა, ერთი თვე გაგრძელდეს

08.12.22 15:18
"ხვალ ახალი მტკიცებულებები შედის" - ადვოკატის თქმით, სააკაშვილის სასამართლოები შესაძლოა, ერთი თვე გაგრძელდეს

ისტორიულ სასამართლო პროცესამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა, პროცესები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდეს.

ვალერი გელბახიანი არც იმას  გამორიცხავს, რომ ხვალინდელი სხდომა გადაიდოს, რადგან საქმეში ახალი მტკიცებულებებია აღმოჩენილი.

ადვოკატებს საბოლოო, შემაჯამებელი კონსულტაცია ესაჭიროებოდათ. ახლა დავასრულე ეს კონსულტაციები და მიხეილ სააკაშვილს უნდა გადავცე, თუ რაზე შევთანხმდით ადვოკატები. ერთ და ორ სხდომაში სასამართლო ვერ ამოწურავს... ეს პროცესი გადაიდება, რადგან ხვალ დამატებით ახალი მტკიცებულებები შედის და მოწინააღმდეგე მხარე ამ მტკიცებულებების გაცნობას მოითხოვს“, -განაცხადა გელბახიანმა და დასძინა, რომ ეს მტკიცებულებები ეხება კვლევებს და დიაგნოსტიკურ ნაწილს. 

მსგავსი სიახლეები