სააკაშვილის ხვალიდელი სასამართლო ხელისუფლებისთვის ტესტია - ელენე ხოშტარია
პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სააკაშვილის საკითხი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი არ არის.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს რეალურად ემუქრება საფრთხე და ხვალინდელი სასამართლო არის ტესტი.
ელენე ხოშტარია ასევე ამბობს, რომ "ოცნება" სწორედ იმიტომ მალავს და არავის აჩვენებს სააკაშვილს, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია.
მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი. აქ იქნება ერთობა. ამ ერთობაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან ის გავიდეს. აქ არ არის ბევრი დრო და ვერ გაჭიანურდება ეს პროცესი. ხვალ არის სასამართლო პროცესი და არის პირდაპირ ტესტი. მოიყვანენ თუ არა, ვის უმალავენ, რატომ მალავენ. თუ შენ გგონია, რომ პრობლემა არ არის, რატომ არ აჩვენებ. რატომ არ შეუშვეს გიორგი ვაშაძე? ადამიანის ასე წამების მდგომარეობაში ყოლა, ეს არის ძალიან მძიმე აბსოლუტურად ყვეალსთვის, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა“. - ამბობს ელენე ხოშტარია.