პრემიერის განცხადებების უკან რუსეთის საამებელი გზავნილები პირდაპირ იკითხება - ჯაფარიძე
"ლელოს" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებებს "ტვ პირველთან" აფასებს.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მაამებლური განცხადებებით გამორჩევა.
ჯაფარიძემ კონკრეტული მაგალითები გაიხსენა, როცა ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად განცხადებებიც კი არ გააკეთა:
ეს პირველად არ მოხდა, მან თქვა, რომ არ შეუერთდება დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის მიმართ რაც ტყუილია, რადგან დე-ფაქტო შეუერთდა ქვეყანა, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია - შენ თვითონ ხდები სანქციების ობიექტი. მეორე - როცა მან თქვა, რომ ის ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს იბრძვიან უკრაინაში, არიან ოპოზიციური პარტიების მიერ ძალით წაყვანილი, ესეც რუსული მედიისთვის იყო განკუთვნილი - ჩვენ არაფერ შუაში ვართ, საქართველოს ხელისუფლება, ისინი ოპოზიციური პარტიების მიერაა წაყვანილიო.
პირდაპირ იკითხება, ეს არის განკუთვნილი ჩვენი აგრესიული მეზობლის საამებლად და მათი მედიასაშუალებებისათვის, რომ თითქოს ვინმე სთხოვს საქართველოს იყოს კონფლიქტის მხარე. რა თქმა უნდა ამას ჩვენს ქვეყანას არავინ სთხოვს"- თქვა მან.