ივანიშვილი და მისი არარაობები, მოღალატეობრივი გზით ატყუებენ საზოგადოებას თითქოს უკრაინა ან დასავლეთი სისხლისღვრას მოითხოვს - ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, "საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს".
ივანიშვილი და მისი არარაობები, შეგნებულად, მოღალატეობრივი გზით ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას, თითქოს უკრაინა ან დასავლეთი ჩვენგან მოითხოვს, რომ აქ სისხლისღვრა იყოს, ესენი კი გმირულად ეწინააღმდეგებიან.
სინამდვილეში, რასაც ისინი ამ საქციელით აკეთებენ, არის ის, რომ უახლოეს მომავალში უზარმაზარი საფრთხის წინაშე ტოვებენ საქართველოს, ანუ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას კი არ იცავენ, პირიქით, დიდ სისხლისღვრას გამოიწვევენ, როცა საქართველოს დასავლეთის გარეშე მოუწევს საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაცვა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ