მსურს, დავესწრო პროცესს, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს"- სააკაშვილის წერილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედიდან" წერილს ავრცელებს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.
მე ცუდად ვარ, მაგრამ მსურს, იმ სასამართლოს დავესწრო, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას. მიყვარხართ"- წერია გზავნილში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ხვალ, 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადაუვადებს თუ არა დაკავებულ პრეზიდენტს სასჯელს ან გაათავისუფლებს თუ არა სააკაშვილს სრულად.
ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ომბუდსმენის მიერ შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მესამე პრეზიდენტს IV ხარისხის კახექსია აქვს. ექიმები არ მალავენ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის სიცოცხლე ფატალურად დასრულდეს.