ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია - ოხანაშვილი
„ოცნების“ ლიდერის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია და მისი თქმით, ამასკანონმდებლობა განსაზღვრავს.
თუმცა, მმართველი პარტიის წევრი ამბობს, რომ არავის უთქვამს, რომ სახელმწიფოს აქვს გადაწყვეტილი, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოართვას.
„მამუკა მდინარაძემ საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით ახსნა, რომ თუკი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას კანონი ამბობს. ჩვენ არავის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ, კანონმდებლობით რაც არის განსაზღვრული. თუ ვინმე ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“. - განაცხადა ოხანაშვილმა.