სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მიღებული ცნობებით შეშფოთებულები ვართ - ევროკავშირის ელჩი
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცნობების შესახებ"- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული.
რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ცნობების გამო. გვაქვს კავშირი მის ოჯახთან, მის ადვოკატებთან და რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული და რასაკვირველია, მისი მომავალი საქართველოს სასამართლოს გადასაწყვეტია"- თქვა ელჩმა.