ჩამოართმევენ თუ არა ჯარისკაცებს მოქალაქეობას - მდინარაძემ მუქარას მუქარა დაამატა

08.12.22 17:11
ჩამოართმევენ თუ არა ჯარისკაცებს მოქალაქეობას  -  მდინარაძემ მუქარას მუქარა დაამატა

მამუკა მდინარაძემ მუქარას მუქარა დაამატა. 

„ქართული ოცნების“ ლიდერმა არათუ საკუთარი სიტყვები უკან წაიღო, არამედ კიდევ ერთხელ იმის ახსნა სცადა, რომ კანონმდებლობით ხელისუფლებას ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ ომში წასულ საკუთარ თანამოქალაქეებს მოქალაქეობა წაართვას. 

სადაც ასეთი კანონმდებლობა არსებობს, თუ გახდება ოფიციალური წყაროს მეშვეობით ცნობილი და ოფიციალური ცნობები იქნება ამის შესახებ, რომ ადამიანი ჩაირიცხა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების შემადგენლობაში, ამ საფუძვლით თქვენ კარგავთ მოქალაქეობას. 

ვხედავთ ჩვენ ინტერვიუებს, რომლებშიც ადასტურებინებენ სამხედრო პირებს, რომ ისინი მართლაც ირიცხებიან უკრაინის სამხედრო შენაერთებში. აქამდე ამის შესახებ არც ერთი ცნობა საქართველოს არ ჰქონია. დღეს თუ ძალით გააკეთებდნენ იმას, რომ რაღაცნაირად ოფიციალურ დონეზე დაადასტურებდნენ იმას, რომ დიახ ისინი სამხედრო შემადგენლობაში არიან და ამით შეეცდებოდნენ უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ, რომ იქნებ მართლაც ჩამოართვას ვიღაცამ ვიღაცას მოქალაქეობა და ამის ოფიციალურ წყაროებს თუ თვითონ შექმნიან, მერე ...“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
 

მსგავსი სიახლეები