თუ სასამართლოზე ვერ მივიდა... - სააკაშვილის პირობა ცნობილია

08.12.22 17:19
თუ სასამართლოზე ვერ მივიდა...  - სააკაშვილის პირობა ცნობილია

ერთი დღე ისტორიულ სასამართლომდე - თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას ადვოკატები თანახმა არიან,  სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკა "ვივა მედში", თუმცა ერთი პირობით - პროცესი პირდაპირ ეთერში უნდა გაიმართოს.  შესაბამისი განცხადება დღეს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააჟღერა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ისინი პროცესის გადადებას არ აპირებენ. 

თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატმა პრემიერ-მინისტრის მიერ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და თქვა,  ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო ხელისუფლება არ არის.

 

მსგავსი სიახლეები