"ოცნება" უკრაინაში მებრძოლ ქართველებს აშანტაჟებს - ხატია დეკანოიძე

08.12.22 17:37
"ოცნება" უკრაინაში მებრძოლ ქართველებს აშანტაჟებს - ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლ ქართველებს აშანტაჟებს.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის განცხადება, ჯარისკაცებისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში ეეჭვებს იწვევს.

ეს არის შანტაჟი იმ ადამიანების, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოლონ. ასეთი ადამიანები არიან მთელს მსოფლიოში და საქართველოს, რა თქმა უნდა, გამორჩეული მებრძოლები ჰყავს. ჩვენ დავკარგეთ 33 ადამიანი, რაც რეალურად დიდი თავდადებაა. ამიტომაც, ნებისმიერი ასეთი განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი უფრო ძალიან მძიმე ეჭვი იქნება, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების პოზიციაზე უკრაინასთან მიმართებაში“. - ამბობს ხატია დეკანოიძე.
 

მსგავსი სიახლეები