აქვს მაღალი ტემპერატურა, წნევა, უფრო გამხდარია, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო - დეკანოიძე სააკაშვილზე

08.12.22 17:00
აქვს მაღალი ტემპერატურა, წნევა,  უფრო გამხდარია, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო - დეკანოიძე სააკაშვილზე

"საქართველოს ხელისუფლება არის პასუხიემგებელი და ვალდებული,  მიხეილ სააკაშვილის სიციცხლე და ჯანმრთელობის უფლება დაიცვას"- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ "ვივა მედთან" განაცხადა. 

მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლი აცხადებს, რომ სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

არავითარი გაუმჯობესება არ შეინიშნება. ძალიან უჭირს გადაადგილება, აქვს მაღალი არტერიული წნევა. გაცილებით უფრო გამხდარია და დაკლებული წონაში, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემს სუბიექტურ დაკვირვებას გეტყვით, რომ როგორ უნდა გადაადგილდეს, ისიც არ ვიცი. 

 

 

მსგავსი სიახლეები