„ოცნების" პარტ-მუშაკების განცხადებები, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, მოღალატეობრივი და ბოლშევიკურია - ხაზარაძე
"ქართული ოცნების" ლიდერების მუქარას "ლელოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე სპეციალური განცხადებით პასუხობს.
საუბარია, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გაკეთებულ კომენტარებზე.
ოპოზიციონერის შეფასებით, განცხადებები რომელსაც მმართველი პარტიის წევრები აჟღერებენ, "მოღალატეობრივი და ბოლშევიკურია!"
"ეს რუსეთის იმპერიის მაამებლური ნარატივია", - ამბობს „ლელოს“ ლიდერი
„თავისუფლებას და ღირსებას არ აქვს საზღვარი. აი, ესაა ქართველის ნამდვილი სახე!
ნიკო (ბური) ბაგრატიონი 1900 წელს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ბურების მხარდასაჭერად, ბრიტანელების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში.
საქართველოს გასაბჭოების პერიოდში ნიკო ბური სიგარეტის გაყიდვით ირჩენდა თავს, გარიყული და გაკულაკებული ბოლშევიკების მიერ.
„ოცნების" პარტ-მუშაკების დღევანდელი განცხადებები, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, არის მოღალატეობრივი და ბოლშევიკური! ეს რუსეთის იმპერიის მაამებლური ნარატივია.
ნამდვილი ქართველები ნიკო ბურის მსგავსნი, უკრაინაში ქართველი მებრძოლებივით, ყოველთვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ! თავისუფლებას და ღირსებას არ აქვს საზღვარი. აი, ესაა ქართველის ნამდვილი სახე და არა ის, რასაც თავს გვახვევს "ქართული ოცნება". P.S მუხრანში ნიკო (ბურის) ბაგრატიონის სახლი დღესაც ნანგრევებშია“, - წერს მამუკა ხაზარაძე.