სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას - ლომჯარია
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას.
ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა:
მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით ის დასკვნები, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას.
მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე"- თქვა ლომჯარიამ.
მისი თქმით, მოსამართლესაც შეუძლია მოინახულოს პატიმარი, ადგილზე გაეცნოს და შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის ვითარება.