ეს არის ბოლო კომენტარი რასაც ვაკეთებ სააკაშვილთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

08.12.22 19:00
ეს არის ბოლო კომენტარი რასაც ვაკეთებ სააკაშვილთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მკაცრი და ზოგჯერ ირონიული კომენტარებით გამოირჩეოდა, დღეს ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საუბარს არ აპირებს. 

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის თემის პოლიტიზება არასწორია.

აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ბოლო კომენტარი რასაც ვაკეთებ სააკაშვილთან დაკავშირებით. დანარჩენი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ შეიძლება მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური კამპანიისთვის, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებს ქირაობენ ამისათვის. მათი მიზანია პოლიტიზება. ჩვენ არ გვინდა ამ თემის პოლიტიზება, აქედან გამომდინარე აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით, - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები