ენმ-ს და ე.წ. ტროიკას ბოლშევიკური მენტალიტეტი აქვთ - კობახიძე ოპოზიციაზე

08.12.22 19:18
ენმ-ს და ე.წ. ტროიკას ბოლშევიკური მენტალიტეტი აქვთ - კობახიძე ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპოზიციის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძემ "სტრატეგია აღმაშენებელის", "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერებს "ბოლშევიკური მენტალიტეტის" მქონეებს უწოდებს.

ნაციონალურ მოძრაობას და ამ სამეულს, ე.წ. ტროიკას, მათ შორის არავითარი განსხვავება სინამდვილეში არ არის არც პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით, არც მენტალიტეტის თვალსაზრისით. ისინი არიან ერთიანი ბოლშევიკური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, მათი ხშირი შეხვედრები არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რაც არ უნდა ერქვას ამა თუ იმ პარტიას, ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ყველა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავისი ერთიანი ცოდვების ისტორიით და თავისი ერთიანი მენტალიტეტით - ეს არის ბოლშევიკური მენტალიტეტი", - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები