არის თუ არა რუსეთი მტერი - "ოცნების" თავმჯდომარე კითხვას ვერ პასუხობს (ვიდეო)
უპრეცენდენტო სკანდალი - პარლემნტის ყოფილი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი.
კობახიძეს ეს კითხვა პარლამენტში დაუსვეს - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ "არ არის ეგ მარტივი კითხვა".
თუ შენ ფიქრობ, რომ ყველაფერი ასეა გასაზომი, თითო ტერმინით, მაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ საქართველოში. რატომ არ ხსნი კაცო? - მტერი თუა იმას ეომები. ხო ხვდებით რას ვამბობ?
მტერს აქვს სხვადასხვა გაგება, თქვენ კი ცალსახად მეკითხებით რაღაცას. მტრის ერთი გაგებაა, რომ ვიღაცას ეომები, მეორე გაგება არის რომ გაქვს ორგანული დაპირისპირება და ასე შემდეგ...
მე ამ ანალიზში შემოვდივარ, თქვენ მეუბნებით, მტერია თუ მოყვარე, ბიძაშვილია... არ არის მარტივი კითხვა"- თქვა მან.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, არ თქვა რას უწოდებს რუსეთს:
ერთი სიტყვით რაღაცებზე პასუხის გაცემა არასწორია, მითიმეტეს, მაშინ როცა ასეთი რიტორიკის უკან დგას კონკრეტული ინტერესი"- თქვა მან.
კობახიძის ამ განცხადების სრული ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=T9V7S9XdOao