ერთი დღე ისტორიულ პროცესამდე - რას გადაწყვეტს მოსამართლე სიკვდილთან მებრძოლი პრეზიდენტის საქმეზე

08.12.22 20:05
ერთი დღე ისტორიულ პროცესამდე - რას გადაწყვეტს მოსამართლე სიკვდილთან მებრძოლი პრეზიდენტის საქმეზე

დროის ათვლა დაწყებულია. ხვალ პირველ საათზე მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება. მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა დაიწყოს პროცესი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს. სიკვდილთან მებრძოლი სააკაშვილის სურვილია თავად დაესწროს პროცესს.  საკაცით თუ ეტლით პრეზიდენტი მზად არის სასამართლოში მივიდეს.  თუმცა საბოლოო სიტყვა ექიმებს ეკუთვნით. "ვივა მედში" უნდა გადაწყვიტონ მისცემენ თუ არა მძიმე პაციენტს პალატის დატოვების უფლებას. 

16 ტომიან საქმესთან ერთად მოსამართლე არევაძეს  ხვალ მაგიდაზე დახვდება  სახალხო დამცველის შუამდგომლობაც, რომელიც ყველაზე მცირე სასჯელის გადავადებას ითხოვს. პროცესზე   30-მდე  მოწმეა დასაკითხი და პრეზიდენტის ადვოკატების მთავარი ამოცანაა დროულად მოხდეს საქმის განხილვა, რადგან ყოველი დღე სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.  

სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე კი ქართულმა ოცნებამ ბრიუსელიდან კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მიიღო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ახსენებს მმართველ გუნდს, რომ  სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები