დაამცირეს, პარტიული იარლიყი მიაკერეს, ახლა მოქალაქეობით აშანტაჟებენ - "ოცნება" გმირებს სამშობლოს ართმევს

08.12.22 20:11
დაამცირეს, პარტიული იარლიყი მიაკერეს, ახლა მოქალაქეობით აშანტაჟებენ - "ოცნება" გმირებს სამშობლოს ართმევს

არის თუ არა რუსეთი მტერი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამ კითხვას ვერ პასუხობს. არიან თუ არა ქართველი მებრძოლები გმირები - პასუხი არც ამ კითხვაზეა.

ირაკლი კობახიძემ დღეს მამუკა მდინარაძეც კი გადაფარა თავის კომენტარებში. "ქართული ოცნება" გმირებს სამშობლოს ართმევს.

რუსეთთან  ომში მყოფ ქართველებს საქართველოს ხელსუფლებამაც ომი გამოუცხადა და მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება.

"ოცნებამ" მებრძოლი ბიჭების  შეურაცხყოფა და დაცინვა არ იკმარა და ახლა მათ შანტაჟზე გადავიდა.  

ჯერ დაამცირეს, შემდეგ პარტიული იარლიყი მიაკერეს, ახლა კი მოქალაქეობასაც ართმევენ.  ეს იმ  ხალხს ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს უკრაინასაც და საქართველოსაც. 

მსგავსი სიახლეები