პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია - TI
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც წვრილმან ხულიგნობაზე, ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, მაშინ, როდესაც საზოგადოების პროტესტი მზარდია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, აღნიშნული ცვლილებები მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, აღნიშნულ ინიციატივას არ დაუჭიროს მხარი და მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, არ გაზარდოს ჯარიმების ოდენობა"- წერია განცხადებაში.