სახალხო დამცველის ბოლო დღე - ნინო ლომჯარიას მთავარი გზავნილები
ნიკა გვარამია და კარტოგრაფები - ორი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ამ შეფასებით დაასრულა სახალხო დამცველმა მუშაობა ომბუდსმენის პოსტზე. "ორივე საქმეში პოლიტიკური ინტერესები სახეზეა" - აცხადებს ნინო ლომჯარია.
დღეს სახალხო დამცველს ბოლო სამუშაო დღე ქონდა. ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ლომჯარიას შემცვლელი. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ მომავალი ომბუდსმენის მთავარი მოვალეობა იქნება შეუნარჩუნოს ინსტიტუტს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. რას მიიჩნევს ნინო ლომჯარია მის მთავარ მიღწევად და რას ელოდება ახალი სახალხო დამცველისგან, ნახეთ სოფო ნიაურის სიუჟეტი: