ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში - 2 საათში სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში - 2 საათში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
დროის ათვლა დაწყებულია. სულ მალე მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება. მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა დაიწყოს პროცესი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს.
სიკვდილთან მებრძოლი სააკაშვილის სურვილია თავად დაესწროს პროცესს. საკაცით თუ ეტლით პრეზიდენტი მზად არის სასამართლოში მივიდეს.