მოვუწოდებთ სასამართლოს დადებითად გადაწყვიტოს სააკაშვილისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხი - GDI

09.12.22 10:50
მოვუწოდებთ სასამართლოს დადებითად გადაწყვიტოს სააკაშვილისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხი - GDI

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" მოუწოდებს სასამართლოს დადებითად გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხი.

 GDI წერს, რომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს კონსტიტუციით.

"დღეს, 2022 წლის 09 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე, მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების/სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობას განიხილავს. 
მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობის განხილვისას, იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის ინტერესებით და სულ მცირე, დადებითად გადაწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხი". - წერს GDI. 

მსგავსი სიახლეები