მიეცი სააკაშვილს სიციცხლის უფლება - სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება
2 საათი გადამწყვეტ სასამართლომდე - მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები საზოგადოებას მოუწოდებენ, დაესწრონ პროცესს.
ლევან ბეჟაშვილი სოლიდარობის აუცილებლობაზე საუბრობს.
მნიშვნელოვანია, მივცეთ საშუალება ხელისუფლებას და მათ შორის მოსამართლეს მიიღონ ობიექტური, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღონ. მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილოს მიეცეს შესაძლებლობა პირადად გამოცხადდეს სხდომაზე, რომ საზოგადოებამ თავად დაინახოს ის ფიზიკური კონდიციები, ის მდგომარეობა, რაშიც მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ყველა სამედიცინო დასკვნა, რაზეც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები საუბრობენ, თვალსაჩინო გახდება საზოგადოებისთვის"- თქვა ბეჟაშვილმა.
ბაჩო დოლიძის თქმით, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს სიციცხლის უფლება უნდა მისცეს.
ჩვენ ვიქნებით მზად ყველაფრისთვის. ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი მნიშვნელოვანია"- თქვა დოლიძემ.