მდინარაძე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დედები აგინა (ფოტო)

09.12.22 11:25
მდინარაძე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დედები აგინა (ფოტო)

მამუკა მდინარაძემ თმენის ვალდებულება დაკარგა.  

მას შემდეგ, რაც ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი უკრიანაში მებრძოლ ქართველ გმირ მეომრებს მოქალაქეობის ჩამორთმევით დაემუქრა, სამხედროებმა თავი შეურაცხყოფილებად იგრძნეს და გადაწყვიტეს პასუხი დეპუტატისგან პირადად მოეთხოვათ, ურეკავდნენ, თუმცა მდინარაძემ არ უპასუხა, ამის შემდეგ "ოცნების" ლიდერმა გინება დაიწყო. 

სამხედროების ტონით მდინარაძე იმდენად გაღიზიანდა, რომ ცოტახნით ისიც კი გადავიწყდა, რომ საჯარო მოხელე იყო და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დედები აგინა.  

მოქალაქეობაზე რაც თქვა იმაზე გავღიზიანდი ძალიან, მინდოდა დამერეკა და მეთქვა, თუ რა ნაძრალაა და რომ ვერ წამართმევს პასპორტს. მაგრამ არ მიპასუხა და მომწერა, არ მცალია, შეხვედრაზე ვარო, დამიწყო გინებები. მერე მითხრა, დაგირეკავო, მაგრამ სულ დამბლოკა. დეპუტატმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, მაგრამ ეგ არის ვირთხა“. - ამბობს ქართველი მებრძოლი.

მსგავსი სიახლეები