კორპორატიული ინტერესები, გამჭვირვალობის ნაკლებობა, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა - გიორგი ბურჯანაძე სასამართლოს გამოწვევებს ასახელებს
კორპორატიული ინტერესები, სასამართლოს ჩაკეტილობა, მოსამართლეების გადატვირთულობა, გამჭვირვალობის ნაკლებობა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა არის გამოწვევები, რაც სასამართლოში არსებობს - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
როდესაც მეუბნებიან, რა არის მთავარი ადამიანის უფლებების გამოწვევა, ჩემი პასუხი ყოველთვის მარტივია - ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა. როცა მეკითხებიან, რა არის მთავარი გამოწვევა, სასამართლო ხელისუფლებაში, ყოველთვის ვასახელებ რამდენიმე ფაქტორს - პირველი, სასამართლო იმგვარად არის კონსტრუირებული და ჩამოყალიბებული, რომ ძალაუფლება ცენტრალიზებულია, რაც ბუნებრივად იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული გავლენის ჯგუფები არსებობდეს და ხელისუფლების მმართველობის თვალსაზრისით, ინდივიდიალური მოსამართლის დამოუკიდებლობა შეიძლება შეიძღუდოს"- თქვა ბურჯანაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს გიორგი ბურჯანაძეს, გრიგოლ გაგნიძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს და მანუჩარ კაკოჩაშვილს მოუსმენს.