სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა - აშშ-ის ელჩი
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
ელჩი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, აშშ თვალყურს მიადევნებს, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს:
აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ნამდვილად მივესალმებით სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ გასული კვირის განმავლობაში.
ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს“, - აღნიშნა ელჩმა.